ეზეკიელი 46:17
16. ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი მისცემს თავის ერთ-ერთ შვილს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან, ეს მისი შვილების იქნება, მათი საკუთრება იქნება მემკვიდრეობით.17. თუ მისცემს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან თავის ყმათაგანს ვისმე, მისი იქნება აზატობის წლამდე, მერე კი მთავარს დაუბრუნდება; მისი სამკვიდრო მხოლოდ მისი შვილებისაა, მათ ეკუთვნით.18. ვერ აიღებს მთავარი ვერაფერს ხალხის სამკვიდროდან მათთვის საკუთრების წართმევით; მხოლოდ თავისი საკუთრებიდან შეუძლია მისცეს სამკვიდროდ თავის შვილებს, რომ არავინ მოწყდეს ჩემი ხალხიდან თავის საკუთრებას.
ეზეკიელი თავი 46