ეზეკიელი 47:13
12. მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი; ყოველ თვეს ინაყოფებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად.13. ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.14. თანაბრად გაუნაწილე ყველას, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამა-პაპას, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას; თქვენ გერგებათ ის სამკვიდროდ.
ეზეკიელი თავი 47