ეზეკიელი 5:2
1. ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.2. მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები შესრულდება. აიღე მესამედი და დააქუცმაცე მახვილით ქალაქის ირგვლივ. მესამედი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.3. აიღე აქედან მცირეოდენი და კალთაში გამოიკარი.
ეზეკიელი თავი 5