ეზეკიელი 8:11
10. შევედი და, ვიხილე, აჰა, ყოველნაირ ქვეწარმავალთა და უწმიდურ ცხოველთა გამოსახულებანი და ისრაელის სახლის ყოველნაირი კერპი, გამოსახული ირგვლივ, მთელს კედელზე.11. სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან დგას მათ წინ და იაზანია შაფანის ძეც დგას მათ შორის; თითოეულს სასაკმევლე უჭირავს ხელში და საკმევლის ზრქელი ღრუბელი ადის მაღლა.12. მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას სჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ, უფალი ვერ გვხედავს ჩვენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეყანა.
ეზეკიელი თავი 8