ეზეკიელი 9:1
1. ჩამძახა ყურში მაღალი ხმით და მითხრა: ახლოს მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი დამღუპველი იარაღით ხელში!2. აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და თითოეულს ხელში თავისი შემმუსვრელი იარაღი უჭირავს; ერთი მათგანი სელით არის შემოსილი და მწერლის სამელნე აქვს წელზე. მოვიდნენ და დადგნენ რვალის სამსხვერპლოსთან.
ეზეკიელი თავი 9