ეზრა 1:4
3. ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია.4. დანარჩენებმა, ყველამ თავის ადგილიდან, ვინც კი სადმე ცხოვრობს, ხელი გაუმართოს მას ვერცხლით, ოქროთი, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით - ნებაყოფლობითი ძღვენი გაიღოს იერუსალიმში მყოფი ღმერთის სახლისთვის.5. გაემზადნენ იუდას და ბენიამინის მამისსახლთა თავკაცნი, მღვდლები და ლევიანები, ყველა, ვისაც კი იერუსალიმში მყოფთ უფლის ტაძრის ასაშენებლად აღუძრა სული ღმერთმა.
ეზრა თავი 1