ეზრა 3:11
10. როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით.11. უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე! მთელი ხალხი კი მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება- დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო.12. ბევრი მღვდელი და ლევიანი, მამისსახლთა თავკაცნი, მოხუცებულნი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირვანდელი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; ბევრნი სიხარულის ყიჟინას სცემდნენ.
ეზრა თავი 3