ეზრა 3:8
7. დაურიგეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებს და ტვიროსელებს, რომ მოეზიდათ კედარის ძელები ლიბანიდან ზღვით იაფოში სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის გაცემული ნებართვით.8. ღვთის სახლთან, იერუსალიმში, მათი მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შალთიელის ძე, იესო იოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები - ლევიანები და ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული მთელი ხალხი, და დაადგინეს ლევიანები, ოც წელს გადაცილებულნი, უფლის სახლის სამუშაოების ზედამხედველებად.9. დადგნენ იესო, მისი შვილები და ძმები, კადმიელი, და მისი შვილები, იუდას შვილები, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად; აგრეთვე ხენადადიანები, მათი შვილები და მათი ძმები, ლევიანები.
ეზრა თავი 3