ეზრა 4:10
9. რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,10. დანარჩენმა ხალხმა, რომელიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ასნაფარმა და სამარიის ქალაქში დაასახლა, და ნარჩენმა მდინარისგაღმელებმა და სხვებმა -11. აი, შინაარსი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: ართახშაშთა მეფეს შენი მორჩილნი, მდინარისგაღმელნი და სხვები.
ეზრა თავი 4