ეზრა 5:11
10. მათი სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.11. ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც.12. მას მერე, რაც ჩვენ მამა-პაპამ განარისხა ცათა ღმერთი, მან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს სახლი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა.
ეზრა თავი 5