ეზრა 5:14
13. მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად.14. ხოლო ღვთის სახლის ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და მიიტანა ბაბილონის ტაძარში, უკანვე წამოიღო კიროს მეფემ ბაბილონის ტაძრიდან და ჩააბარეს კაცს, სახელად შეშბაცარს, მხარის განმგებლად რომ ჰყავდა დანიშნული;15. უთხრა: წაიღე ეს ჭურჭელი, წადი და დააწყვე იერუსალიმის ტაძარში და აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე.
ეზრა თავი 5