ეზრა 5:2
1. წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია ყიდოს ძე, წინასწარმეტყველნი, იუდაელებზე, რომელნიც იუდაში და იერუსალიმში იყვნენ.2. მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო-იოცადაკის ძე და შეუდგნენ ღვთის სახლის შენებას იერუსალიმში; მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და მხარს უჭერდნენ მათ.3. იმ ხანადვე მივიდნენ მათთან თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი და ასე უთხრეს მათ: ვინ მოგცათ ნება ამ სახლის აშენებისა და კედლების აყვანისა?
ეზრა თავი 5