ეზრა 6:21
20. განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ. დაკლეს პასექი გადანასახლები ხალხისთვის, თავიანთი თვისტომი მღვდლებისათვის და საკუთარი თავისთვის.21. ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელიანები და ყველანი, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.22. ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას.
ეზრა თავი 6