ეზრა 7:11
10. რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.11. აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას - მღვდელს, მწიგნობარს, უფლის მცნებათა და წესთა მოძღვარს ისრაელში:12. ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრას, მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის სრულყოფილ მოძღვარს, ასე და ასე.
ეზრა თავი 7