ეზრა 7:24
23. ყველაფერი, რაც კი ნაბრძანები აქვს ცათა ღმერთს, ბეჯითად უნდა გაკეთდეს ცათა ღმერთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს მისი რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს.24. გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.25. შენ კი, ეზრა, შენი ღმერთის სიბრძნით, რომელიც შენს ხელთაა, დაადგინე მსაჯულები და მოსამართლეები, რომლებიც სამართალს გაუჩენენ მთელს ერს, მდინარისგაღმელს, ყველას, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ.
ეზრა თავი 7