ეზრა 8:28
27. ოცი ათასდრაქმიანი ოქროს თასი და ბრწყინვალე სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვთ.28. ვუთხარი მათ: თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ჭურჭელნიც წმიდაა; ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შეწირულობაა უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთისადმი.29. ფხიზლად იყავით და გაუფრთხილდით, სანამ წონით ჩააბარებდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის საგანძურში.
ეზრა თავი 8