ეზრა 9:10
9. ჩვენ ხომ მონები ვართ, მაგრამ მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს: წყალობით მოახედა ჩვენსკენ სპარსთა მეფეები, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღმერთის სახლი, აღგვედგინა ნანგრევებიდან და თავშესაფარი მოგვცემოდა იუდაში და იერუსალიმში.10. ახლა კი, რა უნდა ვთქვათ, ღმერთო, ამის შემდეგ, როცა დავივიწყეთ შენი მცნებები,11. შენს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა - ხელით რომ გვამცნე: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლად მიდიხართ, უწმიდურიაო იქ მცხოვრებთა უწმიდურობის და სიბილწეთა გამო, კიდით კიდემდე აქვთ ავსებულიო თავიანთი სიბინძურით.
ეზრა თავი 9