ეზრა 9:8
7. ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვრთ. ჩვენს უზნეობათა გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფეები და ჩვენი მღვდლები, უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში. მახვილის ქვეშ და ტყვეობაში, გავხდით სათარეშოდ და სამასხარაოდ, როგორც დღესა ვართ.8. ახლა მაინც მოგვხედა სიბრალულით უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ჩვენი ნატამალი და დავემაგრებინეთ მისი სიწმიდის ადგილას, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.9. ჩვენ ხომ მონები ვართ, მაგრამ მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს: წყალობით მოახედა ჩვენსკენ სპარსთა მეფეები, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღმერთის სახლი, აღგვედგინა ნანგრევებიდან და თავშესაფარი მოგვცემოდა იუდაში და იერუსალიმში.
ეზრა თავი 9