გამოსვლა 10:25
24. უხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: წადით და ემსახურეთ უფალს, ოღონდ ცხვარ-ძროხა დარჩეს, ბავშვები კი თან წაიყოლეთ.25. უთხრა მოსემ: შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ.26. ჩვენი საქონელიც უნდა წამოგვყვეს, ერთი ჩლიქიც არ უნდა დარჩეს; მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღვთისათვის. სანამ იქ არ მივსულვართ, არ ვიცით, როგორ უნდა ვემსახუროთ უფალს.
გამოსვლა თავი 10