გამოსვლა 13:14
13. ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე.14. როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.15. როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.
გამოსვლა თავი 13