გამოსვლა 16:23
22. მეექვსე დღეს ორჯერ მეტი შეაგროვეს პური, ორი გომერი თითო სულზე, მივიდნენ მოსესთან საზოგადოების თავკაცები და შეატყობინეს.23. უთხრა მათ მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: ხვალ უქმეა. უფლის წმიდა შაბათი; რის გამოცხობასაც აპირებთ, გამოაცხვეთ, რის მოხარშვასაც აპირებთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ, დილისთვის შეინახეთ.24. მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ; არც ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია.
გამოსვლა თავი 16