გამოსვლა 18:15
14. დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, როგორ ექცეოდა იგი ხალხს და ჰკითხა: როგორ ექცევი ხალხს? რატომ ზიხარ მარტო, როცა მთელი ხალხი დილიდან საღამომდე ფეხზე დგას შენს წინაშე?15. უთხრა მოსემ სიმამრს: იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საკითხავად.16. როცა რაიმე საქმე გაუჩნდებათ, ჩემთან მოდიან და მეც განვსჯი მათ სამართალს, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს.
გამოსვლა თავი 18