მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 20:10

9. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;10. მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.11. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
გამოსვლა თავი 20
10. მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.
სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკკლესიაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოიხსენე დღე იგი შაბათი, და წმინდა ჰყავ იგი.

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! როდესაც კვირა დღეს მოვდივარ საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად წმიდასა ამას ეკლესიასა შინა, და გაუსწორდები ეკლესიის შესავალ კარებს, მაშინ გავიხედავ მარცხნივ, საიდანაც ისმის უშვერი ყვირილი მოვაჭრეთა, ათასობით სხვა და სხვა სოფლებიდგან მოსულთა და აქაურთა მცხოვრებთაცა, რომელთა დაუვიწყნიათ ზემო მოყვანილი მეოთხე მცნება: წმინდა ჰყავ დღ იგი, და რომელნი შეაგინებენ მეშვიდესა ამას წმინდასა დღესა ღვთისასა. სამწუხარო არის ამის ხილვა! მწუხარებით შევდივარ ეკლესიაში ლიტურღიის აღსასრულებლად. აქ ჩვენ, მორწმუნენი და ღვთის მმოსავნი, ვასრულებთ და ვისმენთ წმიდასა წირვასა და ღვთის სიტყვასა, ვაქებთ, ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთსა; ხოლო თითქმის აქვე, მახლობლად წმიდისა ეკკლესიისა, არის ერთი შფოთი, ყვირილი, ერთმანეთის მოტყუება, ხშირად ქურდობაცა, რომელნი წმიდასა დღესა შეჰბღალავენ და ყოველს სხვა უბრალო დღეებზედ უარესად გამოაჩენენ. კვალად ვიტყვი: სამწუხაროა ამის ხილვა! ვისაც ჩვენს შორის მცირედი სიყვარული აქვს ჩვენი სჯულისა და ერთგულება ღვთისა, იმას არ შეუძლიან არ შესწუხდეს გულითა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის