გამოსვლა 22:10
9. ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორის საქმე ღვთის სამსჯავრომდე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთის სამსჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს.10. თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილის ან დამტვრევის შემთხვევაში, თუ მოწმე არ არის,11. უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.
გამოსვლა თავი 22