გამოსვლა 22:6
5. თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს.6. თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს.7. თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.
გამოსვლა თავი 22