გამოსვლა 28:29
28. გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასცდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ.29. თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე.30. მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე.
გამოსვლა თავი 28