გამოსვლა 28:42
41. შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.42. გაუკეთე მათ ტილოს საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად, ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს.43. ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.
გამოსვლა თავი 28