გამოსვლა 28:5
4. აი, შესამოსელი, რომელიც მათ უნდა გაუწყონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. გაუწყონ წმიდა შესამოსელი შენს ძმას აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ მე.5. აიღონ ოქრო, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილი და სელი.6. გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად.
გამოსვლა თავი 28