გამოსვლა 3:16
15. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა- პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.16. წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, გამომეცხადა, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი და იაკობის ღმერთი, და მითხრა: მოგხედავთ თქვენ და თქვენს გასაჭირს ეგვიპტეში.17. ვთქვი: გამოგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან და წაგიყვანთ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი.
გამოსვლა თავი 3