გამოსვლა 34:33
32. ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელიანები და მანაც მოუთხრო მათ ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა სინაის მთაზე.33. შეწყვიტა მოსემ მათთან ლაპარაკი და რიდე ჩამოიფარა სახეზე.34. როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე. გამოვიდოდა და ყველაფერს ეუბნებოდა ისრაელიანებს, რაც ებრძანებოდა.
გამოსვლა თავი 34