გამოსვლა 36:2
1. შეუდგნენ საქმეს ბეცალიელი, ოჰოლიაბი და ყველა გულბრძენი კაცი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.2. მოუხმო მოსემ ბეცალიელს, ოჰოლიაბს და ყველა გულბრძენ კაცს, რომელსაც უფალმა ჩაუდო სიბრძნე გულში, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა.3. ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულება, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანებს საწმიდარისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გასაკეთებლად; და კვლავაც გულუხვად მიჰქონდათ მასთან ყოველ დილას.
გამოსვლა თავი 36