მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსვლა 4:1

1. მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?2. უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.
გამოსვლა თავი 4
1. მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უფლის შეწევნა მიტოვებულ მოციქულს:

...მოციქულებს ყველაფერი არ შეეძლოთ, ან ყველაფერი მადლით არ განეგებულებოდათ, რათა ვინმეს ისინი იმაზე მეტად არ შეერაცხა, ვიდრე ხედავდა. ამას ვხედავთ იმ ნეტარ მართლებთანაც, რომლებიც მათზე ადრე იყვნენ, როგორც მოსესთან: იგი, როგორც წერილია, იყო „ჴმაწულილ და ენამძიმე“ (); რატომ არ შეუცვალა მას ეს ხმის სისუსტე? ხშირად მწუხარებისა და გულმოკლულობისგან ირყეოდა; აღთქმის მიწაზე კი არ შესულა.

3. მოციქულთა უძლურება და მადლის ნუგეში

რამეთუ ღმერთი ბევრ რამეს უშვებდა, რათა გამოჩენილიყო ადამიანური ბუნების უძლურება. თუ ამ ყოველივეს შემდეგაც კი უგრძნობელი იუდეველები ამბობდნენ: „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (), თუნდაც მას ისინი აღთქმის ქვეყანაში შეეყვანა, რაღას აღარ ჩაიდენდნენ? ღმერთს რომ არ დაეშვა, ფარაონის შიშს მასზე ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ...

სრულად ნახვა