მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 1:10

9. მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.10. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,11. რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.
გამოცხადება თავი 1
10. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,
წიგნი 1
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1ა) გამოცხადებაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელი მოსცა მას ღმერთმან ჩუენებად მონათა მისთა საქმეთაჲ მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ.

თარგმანი. გამოცხადებაჲ არს დაფარულთა საიდუმლოთა ჩუენებაჲ, რაჟამს განათლდეს გონებაჲ გინა თუ საღმრთოჲთა სიზმრითა, გინა თუ განცხადებულითა ხილვითა. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: მოსცა ქრისტეს ღმერთმან; ამას კაცობრივ იტყჳს ბუნებისა მისისათჳს, რომელი კაცთაგან მიიღო. ხოლო მონათა მისთაო, რაჲთა აჩუენოს დიდებულებაჲ ქრისტჱს ღმრთეებისაჲ. რამეთუ მონად მისა უწოდა ანგელოზთა, რომელნი მის მიერ გულისჴმა-ჰყოფდეს და უჩუენებდეს საქმეთა მათ, რამეთუ ადრე ჯერ-არს აღსრულებაჲ ესე, ამისთჳს რამეთუ რომელნიმე შემდგომად მცირედისა ჟამისა იქმნეს ხილვისა ამის, და კუალად რომელნიმე იგი უკუანაჲსკნელ იქმნებიან, იგინიცა ადრე ყოფად არიან. რამეთუ ათასი წელი წინაშე ღმრთისა, ვითარცა გუშინდელი დღეჱ ეგრჱთ შერაცხილ არს.

მოციქულისაჲ. (1ბ) და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს, (2) რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუჲსი, რაოდენიცა იხილა და რომელი არს და რომელსა ეგულების ყოფად.

თარგმანი. ესრჱთ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის