მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 1:5

4. იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე,5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,6. ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გამოცხადება თავი 1
5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,
წიგნი 1
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1ა) გამოცხადებაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელი მოსცა მას ღმერთმან ჩუენებად მონათა მისთა საქმეთაჲ მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ.

თარგმანი. გამოცხადებაჲ არს დაფარულთა საიდუმლოთა ჩუენებაჲ, რაჟამს განათლდეს გონებაჲ გინა თუ საღმრთოჲთა სიზმრითა, გინა თუ განცხადებულითა ხილვითა. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: მოსცა ქრისტეს ღმერთმან; ამას კაცობრივ იტყჳს ბუნებისა მისისათჳს, რომელი კაცთაგან მიიღო. ხოლო მონათა მისთაო, რაჲთა აჩუენოს დიდებულებაჲ ქრისტჱს ღმრთეებისაჲ. რამეთუ მონად მისა უწოდა ანგელოზთა, რომელნი მის მიერ გულისჴმა-ჰყოფდეს და უჩუენებდეს საქმეთა მათ, რამეთუ ადრე ჯერ-არს აღსრულებაჲ ესე, ამისთჳს რამეთუ რომელნიმე შემდგომად მცირედისა ჟამისა იქმნეს ხილვისა ამის, და კუალად რომელნიმე იგი უკუანაჲსკნელ იქმნებიან, იგინიცა ადრე ყოფად არიან. რამეთუ ათასი წელი წინაშე ღმრთისა, ვითარცა გუშინდელი დღეჱ ეგრჱთ შერაცხილ არს.

მოციქულისაჲ. (1ბ) და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს, (2) რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუჲსი, რაოდენიცა იხილა და რომელი არს და რომელსა ეგულების ყოფად.

თარგმანი. ესრჱთ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2023 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...თლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა ().

წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც...

თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, - სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, - მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა.

ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით...

სრულად ნახვა