მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 10:6

5. ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად,6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.7. არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.
გამოცხადება თავი 10
6. და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.
წიგნი 10
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი, და ემოსა ღრუბელი; და ირისჱ, რომელ არს ბერძლებრ მშჳლდი ცისაჲ, იგი იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზჱ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.

თარგმანი. ისე ანგელოზი არს წმიდაჲ; ხოლო ღრუბელი, რომელი ემოსა, და ცისა მშჳლდი შუენიერებისა მისისა სახჱ არს და თითო-ფერთა სათნოებათაჲ. ხოლო ცეცხლისა ფერჴნი საშინელებისა და ცოდვილთა ტანჯვისა სახჱ არს, რომელნიცა ჴმელსა ზედა არიან, ანუ თუ ჭალაკთა ზღჳსათა. ამისთჳსცა ერთი ფერჴი ზღუასა ზედა დადვა და ერთი _ ქუეყანასა ზედა, რაჲთა უშჯულონი ტანჯნეს.

მოციქულისაჲ. (2) და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენჱ ზღუასა შინა და მარცხენე -_ ქუეყანასა ზეთა. (3) და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი.

თარგმანი. რიგნი იგი მცირჱ იყო, რომელსა შინა წერილ იყვნეს ბოროტთა კაცთა საქმენი. ხოლო ჴმაჲ ანგელოზისაჲ, ლომისა ყჳრილსა მიმსგავსებული, საშინელებასა მისსა აჩუენებს. და შჳდნი იგი ქუხილნი შჳდნი ანგელოზნი არიან, რომელთა თქუეს მომავალთა მათთჳს საქმეთა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის