მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 11:17

16. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.17. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.18. წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი.
გამოცხადება თავი 11
17. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.
წიგნი 11
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუს მე: აღდეგ და განზომჴ ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. (2ა) და ეზოჲ იგი, რომელ არს გარეგან ტაძრისა, განაგდე იგი გარე და ნუ განჰზომ, რამეთუ მიეცა წარმართთა.

თარგმანი. ამის ლერწმისა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ყოვვლივე ზეცათა საქმჱ გულისჴმის-საყოფელი არს, რომელნი-იგი ჩუენ თანა უსულო არიან, ტაძარი გინა თუ საკურთხეველი, თუ არა, ვითარ აქაცა ლერწამი იგი ეტყოფა მას, თუ: აღდეგ და განზომეო. ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედლერწმად თქუა გულისჴმის-ყოფაჲ იგი ანგელოზებრი, რომელი მიეცა მას საზომისაებრ მისისა. ხოლო. ტაძარი ღმრთისაჲ არს ეკლესიაჲ, სადა-იგი შეიწირვიან სიტყჳერნი მსხუერპლნი ღმრთისა, და თაყუანის-სცემენ თაყუანის-მცემელნჲ იგი სულითა და ჭეშმარიტებითა. ხოლო ეზოჲ გარეგანი წარმართთა და ჰურიათა კრებულსა იტყჳს, რომელი არა ღირს არს წმიდათა თანა აღრიცხუვად. ხოლო დათრგუნვაჲ ქალაქისა წმიდისაჲ წარმართთა მიერ არს ანტჱს მოსლვისათჳს, რომელმან ორმეოც და ორსა მას თთუესჲ დევნნეს წმიდანი და დათრგუნოს წმიდაჲ ეკლესიაჲ.

მოციქულისაჲ. (2ბ) და ქალაქი იგი წმიდაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის