მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 12:17

16. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან.17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
გამოცხადება თავი 12
17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
წიგნი 12
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზჱ, და მთოვარჱ იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ.

თარგმანი. დედაკაცი ესე, რომელსა ემოსა მზჱ, არს ეკლესიაჲ, რომელსა ჰმოსიეს მზჱ იგი სიმართლისაჲ _ ქრისტე. და გჳრგჳნი ათორმეტთა მათ მოციქულთა სწავლისაჲ არქჳა თავსა ზედა მისსა. და სარწმუნოებაა არს ქუეშე მისსა, რომლისა სახჱ არს მთოვარჱ, რამეთუ ნოტია არს ყოვლითურთ ბუნებაჲ მისი. და ამისთჳს სახჱ არს ნათლის-ღებისაჲ, რომელი-იგი ზღუად წოდებულ არს, ნათელ-ღებულთა მათ განმბანელ და ეშმაკთა დამთქმელ.

მოციქულისაჲ. (2) და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.

თარგმანი. ყოველსავე ზედა კაცსა, რომელსა ეგულებოდის შობად წყლისაგან და სულისა, ელმის ეკლესიასა და იჭირვის, ვიდრემდე გამოჩნდეს ქრისტე შობადსა მას ზედა, და იქმნას მშჳნვიერი იგი სულიერ და შეიმოსოს ხატი იგი პირველი. მოცჲქულისაჲ.

(3) და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა. და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი. და ათნი რქანი, და თავთა მისთა ზედა შჳდნი გჳრგჳნნი.

თარგმანი. სად ამას...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის