მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 14:17

16. ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა.17. სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი.18. გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად.
გამოცხადება თავი 14
17. სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი.
წიგნი 14
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარჱ მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ.ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

თარგმანი. კრავად უეჭუელად ქრისტეს იტყჳს. ხოლო მთასა ზედა სიონსა_ არა ძუელსა მას, არამედ ახალსა ცხოველისა ღმრთისა ქალაქისასა. ხოლო ესე ათასეულნი ახალსა შჯულსა შინა გამოჩინებულნი ქალწულნი არიან, რომელთაჲ გარეგანიცა კაცი ქალწულ იყოს და შინაგანიცა, რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა ძნიად იპოებოდა საქმჱ ესე ქალწულებისაჲ. ამისთჳს სხუანი არიან ესენი და არა იგინი არიან, რომელნი პირველ თქუნა ყოველთაგან ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტი ათასი, რამეთუ მათთჳს ქალწულებაჲ არა უთქუამს და ამათ ყოველთა შუბლნი ნათლითა მით საღმრთოჲთა დაბეჭდულ არიან.

მოციქულისაჲ. (2) და მესმა ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. (3ა) და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა.

თარგმანი. ყმაჲ იგი წყალთა მრავალთაჲ და მეათძალეთაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის