მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 15:3

2. და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.3. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!4. ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
გამოცხადება თავი 15
3. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
წიგნი 15
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულის-წყრომაჲ ღმრთისაჲ.

თარგმანი. ყოვლადვე მეშჳდესა რიცხუსა იტყჳს. და აწ აქაცა შჳდთა მათ დღეთა შინა ქმნულთათჳს ცოდვათა შჳდთა წყლულებათა შჳოთა ანგელოზთა მიერ მოწევნადთა იტყჳს.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.

თარგმანი. ზღუად ჭიქისად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმრავლესა მას ცხოვნებულთასა და საუკუნისა ცხორებისა სიწმიდესა და წმიდათა ბრწყინვალებასა. ხოლო ცეცხლსა აღრეულსა მას ვიტყჳთ, რომელი თქუა მოციქულმან პავლე, ვითარმედ: თითოეულისა საქმჱ ვითარიცა იყოს, მან ცეცხლმან გამოცადოს, რამეთუ წმიდათა და შეუგინებელთა სულითა არარაჲ ავნოს მან ცეცხლმან, არამედ უფროჲსად განაბრწყინვნეს, რამეთუ განიკუეთების იგი ჴმითა უფლისაჲთა, ვითარცა მეფსალმუნჱ იტყჳს, და დამწუველი იგი ძალი მისი ცოდვილთა მიეცეს, ხოლო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის