მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 16:12

11. და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.12. მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.13. და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
გამოცხადება თავი 16
12. მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.
წიგნი 16
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულის-წყრომისა უფლისანი ქუეყანასა ზედა.

თარგმანი. ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვიდრემდის განიყვნენ ცოდვილნი მართალთაგან და მიიღონ სამკჳდრებელი თჳსი, მუნამდის არავინ მართალთაგანი შევიდეს იერუსალჱმსა ზეცისასა და მღდელობასა მას ზეცათა საკურთხეველისასა, ხოლო ვინაჲთგან ცოდვილთა მიიღონ მისაგებელი მათი, მაშინ წმიდათაცა მიეცეს სამკჳდრებელი ზეცისა ქალაქისაჲ. ხოლო ესე სატანჯველნი, რომელთა იტყჳს, უკუეთუ ვინ მერმეთა სატანჯველთა შეასწორნეს, არა ტყუოდის, რამეთუ ღმერთი კაცთ-მოყუარე არს და თჳსითა სახიერებითა აქავე მრავალნი წყლულებანი მოაწინეს ცოდვილთა ზედა, რაჲთამცა აღუსუბუქდა მათ საუკუნოჲ იგი სატანჯველი.

მოციქულისაჲ. (2) და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა.

თარგმანი. რამეთუ მოვიდენ წყლულებანი ბოროტნი მაშინ, და გულსა მათსა ელმოდის დიდად სალმობითა მწარითა, რაჟამს ესრჱთ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის