მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 18:21

20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.21. ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება.22. მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში.
გამოცხადება თავი 18
21. ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება.
წიგნი 18
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი, და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. (2) და ღალატ-ყო ძლიერითა ჴმითა და თქუა: დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისავე მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა. (3ა) რამეთუ გულის-წყრომისაგან ღჳნისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.

თარგმანი. და ესაიაცა წინაწარმეტყუელა ბაბილონისათჳს სპარსთაჲსა, ვითარმედ ესე ყოველი მოოჴრებაჲ მოიწიოს მის ზედა, და ეგრჱთვე მოციქულმან ქალაქისა მისთჳს იხილა. ხოლო იტყჳს, თუ ღჳნისაგან სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა, ესე იგი არს, ვითარმედ მორჩილთა მისთა ქალაქთა ბოროტსა ასწავლიდეს.

მოციქულისაჲ. (3ბ) და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს. და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალითა სიბორგილისა მისისაჲთა განმდიდრდეს.

თარგმანი. რამეთუ გარდამატებულითა უზომოებითა მისითა სხუათა ამაოჲსა სიმდიდრისა მიზეზ ექმნა

მოციქულისაჲ. (4) და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის