მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 19:9

8. და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი.9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.10. ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.
გამოცხადება თავი 19
9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.
წიგნი 19
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! (2) რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. (3) და მეორედ თქუეს: ალელუაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. (4) და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამენ. ალელუაჲ.

თარგმანი. ალელუაჲ გალობაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: აქებდით უფალსაო, ხოლო ამენი - იყავნო, რომელ-იგი ანგელოზთა და წმიდათა შეასხეს ღმერთსა სიმართლისათჳს სასჯელთა მისთაჲსა. ხოლო კუამლი მისი უკუნისამდე აღვიდოდისო, ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა მყოფნი უკეთურნი შემდგომად აქავე ტანჯვისა მას საუკუნესა უკუნისამდე იტანჯებოდიან.

მოციქულისაჲ. (2) და ჴმაჲ გამოვიდა საყდრისაგან, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი_მცირენი და დიდნი. თარგმანი საყდრად ქერაბინთა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის