მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 2:1

1. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.2. ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი.
გამოცხადება თავი 2
1. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.
წიგნი 2
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: (2) ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ იერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. (3) და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. (4) არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე. (5ა) მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ.

თარგმანი. აქნა საქმენი იგი მის ეჴლესიისანი ყოველნი, ხოლო ერთისათჳს საქმისა ოდენ აბრალა. რამეთუ გონებაჲ და შრომაჲ მისი და სარწმუნოებისათჳს მოთმინებაჲ და უკეთურთაგან უცხო-ყოფაჲ და რამეთუ არა ყოვლისა სულისაჲ ჰრწმენა და გამოცადნა ცრუ-მოციქულნი იგი და ცნა ტყუვილი მათი და გარე-მოაქცინა. ესე ყოველი აქო. და კუალად, რამეთუ საქმენი იგი უკეთურთა ნიკოლაელთანი სძულდეს. ხოლო აბრალა ამისთჳს, რამეთუ ძმათა მიმართ სიყუარული და ქველის-საქმჱ მისი...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...სასყიდელი ჩემი ჩემთანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს“** (). „იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილამდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ... რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა“ ().

ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ მეორე სიკვდილისაგან.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

სრულად ნახვა