მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 21:11

10. ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით,11. და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
გამოცხადება თავი 21
11. და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
წიგნი 21
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალს, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი იგი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.

თარგმანი. ცისა და ქუეყანისათჳს თქუა, ვითრმედ პირველნი წარჴდეს, ესე იგი არს, ვითარმედ უმჯობჱსისა მიმართ შეიცვალნეს. ხოლო ზღჳსათჳს თქუა, ვითარმედ ზღუაჲ არღარა იყოს, რამეთუ რად საჴმარ არს ზღუაჲ, ვინაჲთგან მას შინა მავალნი არღარა იყვნენ, რაჲთამცა შორიელთა საქმეთა მოიღებდეს.

მოციქულისაჲ. (2) და ქალაქი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.

თარგმანი. და აქაცა ჩანს, ვითარმედ განახლებად უმჯობჱსისა მიმართ შეცვალებასა იტკჳს, ვითარცა იხილა იერუსალჱმი იგი ზეცისაჲ, გარდამომავალი ანგელოზთაგან კაცთა მომართ ერთობისათჳს მათისა. ხოლო ქალაქად ეწოდების, რამეთუ სამკჳდრებელი არს წმიდისა სამებისაჲ, და სძლად_ რამეთუ შეერთებულ არს იგი უფლისა სამკაულითა საღმრთოჲთა.

მოციქულისაჲ. (3) და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა:აჰა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის