მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 21:18

17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი.19. ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით,
გამოცხადება თავი 21
18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი.
წიგნი 21
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალს, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი იგი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.

თარგმანი. ცისა და ქუეყანისათჳს თქუა, ვითრმედ პირველნი წარჴდეს, ესე იგი არს, ვითარმედ უმჯობჱსისა მიმართ შეიცვალნეს. ხოლო ზღჳსათჳს თქუა, ვითარმედ ზღუაჲ არღარა იყოს, რამეთუ რად საჴმარ არს ზღუაჲ, ვინაჲთგან მას შინა მავალნი არღარა იყვნენ, რაჲთამცა შორიელთა საქმეთა მოიღებდეს.

მოციქულისაჲ. (2) და ქალაქი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.

თარგმანი. და აქაცა ჩანს, ვითარმედ განახლებად უმჯობჱსისა მიმართ შეცვალებასა იტკჳს, ვითარცა იხილა იერუსალჱმი იგი ზეცისაჲ, გარდამომავალი ანგელოზთაგან კაცთა მომართ ერთობისათჳს მათისა. ხოლო ქალაქად ეწოდების, რამეთუ სამკჳდრებელი არს წმიდისა სამებისაჲ, და სძლად_ რამეთუ შეერთებულ არს იგი უფლისა სამკაულითა საღმრთოჲთა.

მოციქულისაჲ. (3) და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა:აჰა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის