მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 22:8

7. აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.8. მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.9. მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი.
გამოცხადება თავი 22
8. მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.
წიგნი 22
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მიჩუენა მდინარჱ ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალჱ, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა. (2ა) შორის სივრცესა მის ქალაქისასა.

თარგმანი. მდინარჱ ღმრთისაჲ სავსჱ იგი წყლითა. რომელ არს ცხოველს-მყოფვლი იგი სული, გამოვალს ღმრთისაგან მამისა და კრავისა მიერ შორის ძალთა მათ უზეშთაესთა, რომელთა საყდარ ღმრთეებისა ეწოდების, გამოვალს და სიმრავლესა მას წმიდათასა აღავსებს..

მოციქულისაჲ. (2ბ) და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თჳსისა ნაყოფისაჲ.

თარგმანი. ძელი ცხორებისაჲ ქრისტე არს, რომელი სულსა შინა წმჲდასა და გარემო სულისა. გულისჴმა-იყოფების, რამეთუ მის თანა არს სული წმიდაჲ, და სულისა მიერ თაყუანის-იცემების და მომცემელი არს სულისაჲ, და მის მიერ ათორმეტნი იგი ნაყოფნი მოციქულთა კრებულისანი მოგუეცემიან, რომელ არს გულისჴმის-ყოფაჲ მისი.

მოციქულისაჲ. (2გ) და ფურცელნი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.

თარგმანი. ვითარცა მაღალნი იგი გულისჴმის-ყოფანი მისისა დიდებისა ნაყოფად წოდებულ არიან, ვგრჱთვე უმდაბლჱსნი იგი გულისჴმის ყოფანი _...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის