მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 3:11

10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.12. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.
გამოცხადება თავი 3
11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.
წიგნი 3
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.

თარგმანი. შჳდნი ვარსკულავნი, ვითარცა პირველ ვთქუთ, შჳდნი ანგელოზნი არიან, და შჳდნი სულნი ღმრთისანი მადლნი იგი სულისა წმიდისანი არიან, და ესე ყოველი ჴელსა შინა ქრისტჱსსა არს, რამეთუ ანგელოზნი უპყრიან, ვითარცა უფალსა მათსა. ხოლო სულისა წმიდისა მიმცემელი არს, ვითარცა თანა-არსი მისი. ხოლო აყუედრებს ეკლესიასა მას, ვითარმედ გაქუსო მცირედი სახელი ცხორებისა სარწმუნოებისაჲო, ხოლო კეთილთა საქმეთაგან მკუდარ ხარ.

მთციქულისაჲ. (2) იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენა შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.

თარგმანი. იტყჳს, ვითარმედ ძილი იგი უდებებისაჲ განაგდე და ასონი შენნიო, რომელთა ეგულების ურწმუნოებითა სრულიად სიკუდილი, იგინი დაამტკიცენ, რამეთუ არა დასაბამი კეთილთა საქმეთაჲ და დაწყებაჲ მოატყუებს გჳრგჳნსა, არამედ აღსრულებაჲ.

მოციქულისაჲ. (3) იჴსენებდ,...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2001 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო, ღვთივრჩეულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, უფალი მოგვმართავს თითოეულ ჩვენგანს და გვეუბნება:

„მოიწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“ ().

მკვიდრნო ივერიისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, განიხარეთ, რამეთუ

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

„ჰოი, პასექო, დიდო და დიდებულო, ქრისტე! ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა“ (ტროპარი, პასექის IX გალობა).

აღდგომა ქრისტესი უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა;

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, რადგან თავისი აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დასთრგუნა. „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().

შეიმუსრა ქვესკნელი, დაემხო ბოროტების ტახტი, იხარებენ მართალნი და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის