მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 4:1

1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.2. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
გამოცხადება თავი 4
1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.
წიგნი 4
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.

თარგმანი. აღებაჲ იგი კარისაჲ გამოცხადებასა დაფარულთა საიდუმლოთასა მოასწავებს, ხოლო თუ: აღმოედ აქა_სრულიად ქუეყანისაგან აღმაღლებასა და ცად მისლვასა გონებისა მისისასა მოასწავებს.

მოციქულისაჲ. (2) მეყსეულად ვიქმენ სულითა. და აჰა დგა საყდარი ცათა შინა. (3) და საყდარსა მას ზედა მჯდომარჱ იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისჱ იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ გარემო საყდრისა.

თარგმანი. ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ: მესმა რაჲ ჴმაჲ იგი, სულითა წმიდითა გამოისახა გონებაჲ ჩემი, და ვიხილე შინაგანითა თუალითა საყდარი, რომლისა მიერ გულისხმა-ვჰყოფთ ღმრთისა წმიდათა ზედა განსუენებასა, რამეთუ მათ ზედა დაუსაყდრებიეს, ვინაჲთგან უკუე მამასა იტყჳს აქა ხილულსა მას, ამისთჳს ჴორციელსა რასმე სახესა მისთჳს არა იტყჳს, ვითარცა-იგი პირველსა მას ხილვასა თქუა ძისათჳს, არამედ ქვათა პატიოსანთა მიამსგავსებს, რამეთუ ვინაჲთგან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის