მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 4:5

4. ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი.5. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი.
გამოცხადება თავი 4
5. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.
წიგნი 4
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.

თარგმანი. აღებაჲ იგი კარისაჲ გამოცხადებასა დაფარულთა საიდუმლოთასა მოასწავებს, ხოლო თუ: აღმოედ აქა_სრულიად ქუეყანისაგან აღმაღლებასა და ცად მისლვასა გონებისა მისისასა მოასწავებს.

მოციქულისაჲ. (2) მეყსეულად ვიქმენ სულითა. და აჰა დგა საყდარი ცათა შინა. (3) და საყდარსა მას ზედა მჯდომარჱ იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისჱ იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ გარემო საყდრისა.

თარგმანი. ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ: მესმა რაჲ ჴმაჲ იგი, სულითა წმიდითა გამოისახა გონებაჲ ჩემი, და ვიხილე შინაგანითა თუალითა საყდარი, რომლისა მიერ გულისხმა-ვჰყოფთ ღმრთისა წმიდათა ზედა განსუენებასა, რამეთუ მათ ზედა დაუსაყდრებიეს, ვინაჲთგან უკუე მამასა იტყჳს აქა ხილულსა მას, ამისთჳს ჴორციელსა რასმე სახესა მისთჳს არა იტყჳს, ვითარცა-იგი პირველსა მას ხილვასა თქუა ძისათჳს, არამედ ქვათა პატიოსანთა მიამსგავსებს, რამეთუ ვინაჲთგან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის