მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადება 5:11

10. რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.11. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;12. რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
გამოცხადება თავი 5
11. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;
წიგნი 5
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.

თარგმანი. წიგნად გულისჴმა-ვჰჴოფთ სიღრმესა მას ღმრთისა სასჯელთასა, რომელსა შინა ყოველნივე შთაწერილ არიან სიტყჳსაებრ დავითისა. ხოლო გარეგნით წერილ არიან სასჯელნი ღმრთისანი, რომელთაჲ-იგი შესაძლებელ არს გულისჴმის-ყოფაჲ, ხოლო შინაგან წვრილ არიან სასჯელნი იგი და საქმენი ღმრთისანი, დაფარულნი ყოველთაგან დაბადებულთა. ხოლო შჳდთა ბეჭედთა გულისჴმა-ვჰყოფთ ძალთა მათ და განგებულებათა წმიდისა სულისათა, რომელი გამოეძიებს ყოველთავე სიღრმეთა, რომელთა განჴსნად ვერცა ერთი დაბადებულთაგანი შემძლებელ არს.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მ ღირს არს განღებად წიგნისა მის და განჴსნად ბეჭედთა მისთა? (3) და ვერვინ შემძლებელ იყო ცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა განღებად წიგნისა მის, არცა მიხედვად მისა მიმართ.

თარგმანი. ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვერცა ანგელოზნი, ვერცა კაცნი, რომელნი ჴორცთა შინა არიან, არცა რომელნი ჴორცთაგან განსრულ აოიან წმიდანი,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის